სამხრეთ კორეელი ჟურნალისტები სინგაპურში, ჩრდილოეთ კორეის ელჩის სახლთან, დააპატიმრეს
სამხრეთ კორეელი ჟურნალისტები სინგაპურში მდებარე ჩრდილოეთ კორეის ელჩის რეზიდენციაში უკანონო შეღწევის მცდელობისთვის დააპატიმრეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელი ავრცელებს.
მისი განცხადებით, დაკავებულია სამხრეთ კორეის სამაუწყებლო კომპანიის რამდენიმე თანამშრომელი.
ამ ეტაპზე ტელეკომპანია მომხდართან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.
სამხრეთ კორეის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, დიპლომატიური ინციდენტის და ქვეყნებს შორის დაძაბულობის განეიტრალების მიზნით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის შეხვედრამდე, რომელიც სინგაპურში გაიმართება. ქვეყანაში უკვე შეინიშნება მსოფლიო მედიის წარმომადგენლების სიმრავლე, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ სინგაპურში ჩრდილოეთ კორეის ელჩის მიმართ.