ეკა ბესელია ზაზა სარალიძეს პასუხობს: რაც დღეს გააკეთეთ ჩემთან დაკავშირებით, პოლიტიკური გზავნილია

პარლამენტის ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ზაზა სარალიძეს პასუხობს და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

ეკა ბესელიამ ზაზა სარალიძის დღევანდელი განცხადება, რომელიც მის მიმართ გაახმოვანა, პოლიტიკურად შეაფასა და განაცხადა, რომ „ეს არის პოლიტიკური გზავნილი მის მიმართ“.

„ბატონო ზაზა, კიდევ ერთხელ გიცხადებთ სამძიმარს თქვენ და ყველა დაზარალებულს.
ეს განცხადება, რაც დღეს გააკეთეთ ჩემთან დაკავშირებით, უკვე მართლაც პოლიტიკური გზავნილია, თქვენი მხრიდან! მე არცერთ ეთერში და მათ შორის “რუსთავი 2”- ის ეთერში, სადაც თქვენც იყავით, არ მიმიცია ჩემი თავისთვის უფლება, დამედანაშაულებინეთ რაიმეში! გიცხადებდით და გიცხადებთ სრულ სოლიდარობას. “ნაცმოძრაობას” რასაც ვეუბნები, ეს თქვენ ნამდვილად არ გეხებათ! ძალიან უცნაურია, იმ კომისაში, სადაც უმრავლესობა ოპოზიციას აქვს და “ევროპულ საქართველოს”, სადაც კომისიის თავმჯდომარე ოპიზიციის წარმომადგენელია, ეკა ბესელიას უცხადებდე უნდობლობას. ეს უკვე მართლაც ბევრისმთქმელია ჩემთვის..“ – წერს ეკა ბესელია.

ამ წუთებში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე, ადვოკატთან ერთად, დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებს ხვდება.
როგორც სარალიძემ განაცხადა, ის კომისიას მის ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას მიაწვდის.
ამასთან, მოკლული მოზარდის მამა აცხადებს, რომ საგამოძიებო კომისიაში, ეკა ბესელიას გარდა, ყველას ენდობა.
„ბესელიას რატომ არ ვენდობი? – „რუსთავი 2“-ზე კადრები გადაახვიეთ და მიხვდებით. ადამიანი, რომელიც მადანაშაულებს იმაში, რომ თითქოს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას მივეცი საშუალება, ჩემი შვილის სულით მანიპულირებდეს, ამ ადამიანს არ ვენდობი. კომისიას იმ ნაწილში ვენდობი, რომ აუცილებლად გამოააშკარავებენ პირებს, ვინც ეს საქმე გააყალბა და შეთითხნა“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები