ვულკან „ფუეგოს“ ამოფრქვევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 110-მდე გაიზარდა

გვატემალაში ვულკანი „ფუეგოს“ მორიგი ამოფრქვევა დაფიქსირდა. ქვეყნის მთავრობამ ვულკანის კრატერიდან ლავის ახალი არხების ჩამოყალიბების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობა გააფრთხილა.

მთავრობის განცხადებით, დიდი რაოდენობით ამოფრქვეული ფერფლის გამო, მთავრობამ ავიაკომპანიებს სიფრთხილისკენ მოუწოდა, რადგან ფერფლმა, შესაძლოა თვითმფრინავის ძრავი დააზიანოს და თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი გახდეს. მთავრობის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, გარდაცვლილია 109 ადამიანი, ხოლო რამდენიმე ასეული ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ქვეყნის ვულკანოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ვულკანი ჯერ კიდევ აქტიურია და არ გამოირიცხება მასიური ამოფრქვევები.

შეგახსენებთ, რომ გვატემალაში ვულკანი „ფუეგო“ გასულ კვირას ამოიფრქვა, რამაც მილიონობით ადამიანი უსახლკაროდ დატოვა, ხოლო რამდენიმე ასეული ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ვულკანის ლავამ არაერთი სოფელი მიწასთან გაასწორა. სტიქიური უბედურების სიახლოვეში მდებარე საცხოვრებელი სახლები ვულკანურმა ფერფლმა და ლავამ სრულიად დაფარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები