ზუგდიდის საავადმყოფოში გარდაცვლილი მოზარდის მშობლები შეიჭრნენ- ისინი ბავშვის სიკვდილში ექიმებს ადანაშაულებენ

ზუგდიდის საავადმყოფოში 10 წლის ბავშვის გარდაცვალებაში მოზარდის მშობლები და ახლობლები ექიმებს ადანაშაულებენ.
შენობაში შეჭრილმა ნათესავებმა ჩაამტვრიეს ფანჯრები და ექიმებს გარეთ გამოსვლის საშუალებას არ აძლევენ.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. წინასწარი ინფორმაციით, ბავშვი ეზოში თამაშის დროს დავარდა და საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები