მოსამართლემ ლადო სადღობელაშვილი და კიდევ 4 პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლადო სადღობელაშვილი და კიდევ 4 პირი სასამართლო დარბაზიდან 5000 -5000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
მოსამართლე ეკა მრელაშვილმა ეს გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოიტანა.
როგორც ლადო სადღობელაშვილმა გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, პატიმრობაში კიდევ 2 პირი რჩება.
„ბრძოლა გრძელდება. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ იმ ორი პირის გასათავისუფლებლად, რომლებიც ახლა პატიმრობაში რჩებიან, – გიორგი ონიანი და ლუკა ნაცვლიშვილი“, – განაცხადა ლადო სადღობელაშვილმა.
ლადო სადღობელაშვილი და კიდევ რამდენიმე პირი, სამართალდამცველებმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის შენობის წინ გამართულ აქციაზე დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები