დავით ოქიტაშვილი “ნაციონალურ მოძრაობას”: დაასრულეთ, თორემ დაგასრულებთ

საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აცხადებს, რომ აქციის განახლების შემთხვევაში, კონტრაქციაც განახლდება.
ამასთან, ოქიტაშვილი “ნაცმოძრაობას” მიმართავს და აცხადებს, რომ სწორედ ისინი ცდილობენ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობას.
“ყოველთვის ვიყავი და ვიქნები იმ სისტემის წინააღმდეგი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია. აქციებზე ფონად რომ ჰქონდათ, ნუ მომკლავ, ვის ეუბნებიან ამას? ისევ მათი დანერგილია ეს სისტემა. დღემდე ბუდობენ სახელმწიფო სტრუქტურებში და ყველანაირად ცდილობენ სიტუაციის დესტაბილიზაციას.
სააკაშვილმა ღიად განაცხადა, რომ მას ჰყავს აგენტები ყველა სტრუქტურაში, ეს რომ ასე არ იყოს, საიდან ხვდება საიდუმლო მასალები ტელე-ეთერში? მიუხედავად მთავრობის დაპირებისა, რომ ყველაფერი გამოძიებული იქნება, ისინი 10 ივნისს მაინც აქციას აანონსებენ, შესანიშნავად იციან, როგორ იმოქმედებს ეს აქციები ტურისტულ სეზონზე და ყველანაირად ცდილობენ ქვეყანა უკან დასწიონ. თუ ისინი განაახლებენ აქციებს, კვლავ განახლდება ახალგაზრდების აქცია ვაკის პარკში და მე ისევ ჩემი შვილის და მათი მეგობრების გვერდით დავდგები. მე არ გახლავართ „ქართული ოცნების“ წევრი, მე მისი მხარდამჭერი ვარ და ვალდებული ვარ ვუთხრა, რომ მათი ბრალია დღემდე ნაც-მკვლელები ულტიუმატუმის ენით რომ გვესაუბრებიან, მათი ბრალია ახალაიების მამის განცხადება, რომ თურმე არავითარი კოჰაბიტაცია არ სურთ ამ მთავრობასთან, მათი ბრალია, რომ ქვეყანაში ცილისწამება დასჯადი არაა და ნებისმიერს შეუძლია, რაც მოეპრიანება ის დაგაბრლოს (რისი მაგალითებიც ბოლო დღეებში მრავლად ვნახეთ). ეს მარაზმი უნდა დასრულდეს და ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს უნდა დაუბრუნდეს. დაასრულონ, თორემ დავასრულებთ და არავის ვურჩევ საღად მოაზროვნე ახალგაზრდებთან დაპირისპირებას”, – განაცხადა ოქიტაშვილმა “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები