ზვიად გამსახურდიას საფლავი დაარბიეს- ეს არის მანანა არჩვაძის და მისი თანამოაზრეების უცნაური მცდელობა მიიპყროს ყურადღება

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას საფლავი დაარბიეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამსახურდიას ვაჟი, ცოტნე გამსახურდია ავრცელებს.
გამსახურდიას მტკიცებით, მამის საფლავს პრეზიდენტის მეუღლე მომხრეებთან ერთად სისტემატიურად აზიანებს.
“პრაქტიკულად, წესად იქცა: წელიწადში ერთხელ მაინც ვხვდები ახალ ამბავს – პრეზიდენტი გამსახურდიას საფლავი დაარბიეს!
ყოველ ჯერზე ვხედავ ან წაქცეულ საყვავილეს, ან თითო-ოროლა ამოგლეჯილ ყვავილს, ან ზედემეტ ჩამონაღვენთ სანთელს საფლავის ქვაზე… მაგრამ აქ ექო ხმაზე მეტია: დაარბიეს! საფლავსაც ებრძვიან! ვერ იტანენ!

ყოველ ჯერზე ვცდილობ გავჩუმდე და გულში ჩავკლა, რის თქმაც მინდა. მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი… დღეს, როგორც ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრი და ადამიანი, რომელმაც დიდი ხნის ბრძოლის შემდეგ იპოვა და დაუბრუნა ამ ქვეყანას მისი საფლავი, ვიტყვი:

ეს არის მანანა არჩვაძის და მისი თანამოაზრეების უცნაური, რბილად რომ ვთქვა, მცდელობა ამგვარი ხერხით მიიპყროს ყურადღება და მოიპოვოს პოპულარობა! შარშან ძალზე უხეშად ავუკრძალე ამ სისულელეების ტირაჟირება, და ჩანს, წელს გადაწყვიტა ეს თავის “მომხრეების” მეშვეობით გაავრცელოს! ცალუჯრედიანი, ნარინჯისფერი მედიაც იტაცებს ამბავს… დაანებონ იმ კაცს თავი ამ ავადმყოფებმა!

არც სიკვდილში ჰქონიაო გიორგი მეფეს ბედი… და ვინც ამ სისულელეს აზიარებთ და იჯერებთ, აჯობებდა მამას მკვლელობის საქმეზე დაგვდგომოდით მხარში,-წერს გამსახურდია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები