მამაკაცი, რომელმაც შემთხვევით საწამლავი დალია, მართვით სუნთქვაზეა

79 წლის რობუნ თოდუა, რომელმაც შეცდომით ფაროსანის საწინააღმდეგო ხსნარი დალია, „მედალფას“ ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და ხელოვნურ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

როგორც „კვირას“ კლინიკის ხელმძღვანელმა ანტონ ხუნდაძემ განუცხადა, პაციენტი უკვე ერთი კვირაა, კლინიკაში იმყოფება.

მისი თქმით, 79 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და კონტაქტური არ არის.

„ჩვენს სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტი ინტოქსიკაციის დიაგნოზით 31 მაისს მოთავსდა. თუმცა, მისი მდგომარეობა უფრო დამძიმდა. ინტოქსიკაციამ პროვოცირება მოახდინა და თავის არეში სისხლძარღვთა პათოლოგია გამოიწვია. მას მანამდე, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგია აწუხებდა. შესაბამისი გამოკვლევებისას დადასტურდა და ოჯახის წევრებიც აცხადებენ, რომ მოხუცმა, მეზობელთან ყოფნის დროს, მინერალური წყლის ნაცვლად, ფაროსანის საწინააღმდეგო ხსნარი დალია. როგორც გავარკვიეთ, მეზობელს ეს ხსნარი გამზადებული ჰქონდა და ფანჯრის რაფაზე ედო. ჩვენ, დავინტერსედით ამ ხსნარით და აღმოჩნდა, რომ ბოთლი, სადაც ეს სითხე იყო მოთავსებული, ნაკლული იყო. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ პაციენტმა ნამდვილად ფაროსანის საწინაღმდეგოდ გამზადებული ხსნარი მიიღო. ამჟამად, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და იგი ხელოვნურად მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მკურნალობა გრძელდება და ვცდილობთ, პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდეს“ – განუცხადა „კვირას“ კლინიკის დირექტორმა ანტონ ხუნდაძემ.

შემთხვევა 31 მაისს, ჩოხატაურის რაიონის სოფელ კოხნარში მოხდა.
აღსანიშნავია, რომ 79 წლის რუბენ თოდუა მეუღლესთან ერთად, სოფელ კოხნარში ქუთაისიდან ჩავიდა. მოხუცი მშობლები შვილთან ქუთაისში ცხოვრობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები