„ოქრუაშვილმა მიშას უთხრა, აირჩიე ან მე, ან ალასანიაო“

კრიმინალისტი ბათუ საღინაძე, რომელიც ომამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილებას 15 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, აცხადებს, რომ აფხაზებს ქართველებთან ერთად თანაცხოვრება სურთ. საღინაძის თქმით, 2006 წელს აფხაზებისა და ქართველების ურთიერთობაში გარდამტეხი ეტაპის წინაპირობა შეიქმნა, თუმცა იმჟამინდელი მაღალჩინოსნების არასწორმა ქმედებების ეს შანსი დაკარგეს.
„ანქვაბზე უფრო დიდ ქართველსა და აფხაზს მე არ ვიცნობ! ძალიან უჭირთ აფხაზებს, იციან, რომ თუ ასე გაგრძელდა, გადაშენდებიან და ჩვენთან თანაცხოვრებას ესწრაფვიან, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება არაფერს აკეთებს. 2006 წელს ირაკლი ალასანია უსერიოზულეს აფხაზებს დავაკავშირე, ფანტასტიკური შეხვედრები ჰქონდა. აფხაზები ჩამოვიდნენ კონკრეტული გეგმებით.გადატეხილი იყო სიტუაცია, მაგრამ … სააკაშვილმა დაუძახა ოქრუაშვილს -ალასანია აფხაზეთს აბრუნებსო! ოქრუაშვილმა მიშას უთხრა, აირჩიე ან მე, ან ალასანიაო! ალასანია კი არა, სინამდვილეში ბათუ საღინაძე აკეთებს ამას ყველაფერსო! – საღინაძეს მე მოვუვლიო! ამის შემდეგ გაეროში გადაკარგეს, ხოლო ნაძირალა ოქრუაშვილმა მე შემითითხნა საქმე და დამიჭირა. მაშინ ალასანიამ ჩააფლავა ყველაფერი, ახლა სულ გადამრია მაგ ბიჭმა, გაიძახის, “ნაციონალებს“ ყველაფერი უნდა ვაპატიოთო“, – აცხადებს ბათუ საღინაძე გაზეთ “ასავალ-დასავალთან“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები