ოკუპანტებმა ქართულ მხარეს გატაცებული სასულიერო პირი გადასცეს
დღეს რუსი ოკუპანტების მიერ ქარელის მუნიციპალიტეტში, დვანი-მუგუთის მონაკვეთზე გატაცებული სასულიერო პირი ქართულ მხარეს უკვე გადაეცა. როგორც imedinews-მა შეიტყო, დირბის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი მამა იოანე (ნიკოლოზ ოხანაშვილი) გორში დაახლოებით ნახევარ საათში იქნება.
სასულიერო პირის გატაცებამდე ოკუპანტებმა სოფელ წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიიდან მწყემსიც გაიტაცეს.