სოფო კილაძის ხელმძღვანელობით, აშშ-ს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ეწვია

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სოფო კილაძის ხელმძღვანელობით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვია. დელეგაცია გამართავს მაღალი დონის შეხვედრებს აშშ-ის კონგრესსა და სახელმწიფო დეპარტამენტში. ასევე, დაგეგმილია შეხვედრები NDI-ის, IFES-ის ხელმძღვანელ პირებთან. ვიზიტის მთავარი თემა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებია, მათ შორის, საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან სოფო კილაძე, რატი იონათამიშვილი, ირაკლი ბერაია და გიორგი ტუღუში. ვიზიტი ხორციელდება აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, დავით ბაქრაძის მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები