ნინო გიორგობიანი: მიშა ხიდაშელს სუს-ში არასოდეს უმუშავია

მიშა ხიდაშელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არასდროს უმუშავია,- ასე პასუხობს სუს-ის ადმინისტრაციის უფროსი ნინო გიორგობიანი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ზვიად კუპრავას მიერ გავრცელებულ განცხადებას.
გიორგობიანის იბფორნაციით, სუს-ის თანამშრომელი არც ვატო ლებანიძეა.
“მიშა ხიდაშელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არასოდეს უმუშავია. არც ვატო ლებანიძე არ არის სუს-ის თანამშრომელი. გთხოვთ, გადაამოწმეთ ინფორმაცია, სანამ გაავრცელებთ,-აცხადებს გიორგობიანი.ზვიად კუპრავას განცხადებით, თინა ხიდაშელის ძმა, რომელიც სუს-ში მუშაობდა და ცოტა ხნის წინ სამსახურიდან წამოვიდა, მათ დაუკავშირდა და განუცხადა, რომ მასა და ზაზა სარალიძეზე თავდასხმა იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები