თინა ხიდაშელი ზვიად კუპრავას განცხადებაზე: მის სიტყვებს დიდნიშვნელობას არ ვანიჭებ

თავდაცვის ყოფილი მონისტრი თინათინ ხიდაშელი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია ზვიად კუპრავას მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს.
როგორც ხიდაშელმა სოციალურ ქსელ ფეისბუქზე დაწერა, მის ძმას, მიხეილ ხიდაშელს სუს-ში არასოდეს უმუშავია.
“ბევრმა ადამიანმა მომწერა კუპრავას განცხადებაზე.
1. არაფერი ვიცი იმაზე რასაც ამბობს.
2. სხვადასხვა მიზეზის გამო, პრაქტიკულად არ მაქვს მიშასთან (ანუ ჩემს ძმასთან) ურთიერთობა.
3. ვერ ვხედავ ვიდეოში რა ხდება და ამიტომ არ ვიცი ის არის თუ არა გადაღებული. უბრალოდ არ ჩანს თორემ მამა ერთი გვყავდა და ამოვიცნობდი აუცილებლად
4. აქვე ინფორმაციისთვის, სუსში არასოდეს უმუშავია, და პოლიციიდან ოქრუაშვილის მინისტრობის დროს გაათავისუფლეს.
5. ზოგადად, მე თუ მკითხვათ, მე მის სიტყვებს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ.
6. მედიის საყურადღებოდ, ტელეფონის ნომერი არ ვიცი,- წერს ხიდაშელი.ზვიად კუპრავას განცხადებით, თინა ხიდაშელის ძმა, რომელიც სუს-ში მუშაობდა და ცოტა ხნის წინ სამსახურიდან წამოვიდა, მათ დაუკავშირდა და განუცხადა, რომ მასა და ზაზა სარალიძეზე თავდასხმა იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები