ფილარმონიასთან “ქართული მარშის” 12 აქტივისტი დააკავეს

ფილარმონიასთან „ქართული მარშის“, დაახლოებით, 12 აქტივისტი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ პოლიციის სამმართველოში ტრისტან წითელაშვილი გადაიყვანეს.

როგორც ცნობილია, „ქართული მარშის“ წევრები სამართალდამცველების დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს.

„ქართული მარშის“ წევრები აცხადებენ, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებენ. თუმცა იმის გამო, რომ იქ პოლიტიკური პარტიების წამომადგენლებიც იმყოფებიან, აქციას არ შეუერთდებიან.

დიდ საკონცერტო დარბაზთან პოლიციაა მობილიზებული და უსაფრთხოების ნორმები გამკაცრებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები