დავით სარალიძის მამიდა: სარალიძეს „ნაცები“ არ უნდა, მას ხალხის გვერდით დგომა სჭირდება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დროს გარდაცვლილი დავით სარალიძის მამიდა ხათუნა გელაძე, სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

„მეგობრებო ნაცნობებო და უცნობებო… ძალიან განვიცდით ოჯახი ამ ყველაფერს, ძალიან გთხოვთ გაუაზრებლად ნუ ისვრით სიტყვებს და სტატუსებს ზაზას მიმართ, ყველას სათითაოდ ვერ გავცემ პასუხს არ მეზარება უბრალოდ არასწორად მიმაჩნია, პირველ რიგში მადლობა ყველას თანაგრძნობისთვის და მერე ჩემი პასუხი ყველა იმ ადამიანს ვინც აქციის პოლიტიკურობაზე საუბრობს:

სიტყვებს დაუკვირდით, სარალიძე აზარტში არაა, სარალიძე და სარალიძის ოჯახი დიდ ტრაგედიაშია, სარალიძე თავს არავის გამოაყენებინებს, სარალიძეს პოლიტიკა არ აინტერესებს, სარალიძე სამართალს ითხოვს, სარალიძეს უნდა რომ მისი შვილის მკვლელები დაისაჯონ, სარალიძეს ნაცები არ უნდა, სარალიძეს ხალხის გვერდით დგომა სჭირდება, თუ შეგიძლიათ დაუდექით თუ არ შეგიძლიათ გმადლობთ უბრალოდ ყურადღებისთვის და თანაგრძნობისთვის (ვინც თანაგვიგრძნობს) და ბოლოს დაანებეთ სარალიძეს თავი, მას თავის ტკივილი ეყოფა, “როგორ იყენებენ ვიღაცეები პოლიტიკური ქულების დასაწერად” – ვინ უნდა დაუწეროს ქულები, ხალხმა უბრალოდ ნუ დაუწერეთ ქულებს და ნურც ჩირქს ცხებთ სარალიძის ტრაგიზმით სავსე სამართლიან მოთხოვნას.

პატივისცემით, ხათუნა გელაძე-სარალიძის მამიდაშვილი, რომელსაც იგივე შვილი მოუკლეს, იგივე ძმა, იგივე მეგობარი, იგივე მომავლის იმედი. მადლობა ყველას. ვინც გვერდში გვიდგახართ. #ნუმომკლავ#აღასრულესამართალი“,- წერს ხათუნა გელაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები