მამა პეტრე: ვინ დგას სიმართლის სადარაჯოზე, ისინი, ვისაც ადამიანის მკვლელობა ნორმად მიაჩნდათ?!
მამა პეტრე კოლხი (კვარაცხელია) ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოტანილი განაჩენის შემდგომ განვითარებულ პროცესებს ეხმაურება.
მამა პეტრე თვლის, რომ გარკვეულ პოლიტიკური ძალები ტრაგედიას საკუთარი პილიტიკური მიზნების განხორციელებისთვის იყენებენ.
„ვინ დგას სიმართლის, სამართლიანობის სადარაჯოზე?! ისინი, ვისაც ადამიანის მკვლელობა ნორმად მიაჩნდათ?! ის მხარე, ვინც აჟიტირებული ყვიროდა, გვამებია საჭიროო?! ისინი, რომლებმაც წლების მანძილზე უამრავი უდანაშაულო ადამიანის მკვლელობის დეტალები რკინის სეიფებში მოათავსეს?!
ამ ყველაფერზე შემზარავი კი ის არის, გაუბედურებული ოჯახის გულწრფელობასაც რომ იყენებენ საკუთარი პილიტიკური მიზნების განხორციელებისთვის…
ნუ ვამძიმებთ გარდაცვლილის სულს… ვიბრძოლოთ აგრესიის, ძალადობის წინააღდეგ, ბინძური პოლიტიკის დანამატების გარეშე”, – წერს მამა პეტრე.