ირაკლი შოთაძე: გამოძიებამ და პროკურატურამ გააკეთეს ყველაფერი, რისი გაკეთებაც ამ ეტაპზე იყო შესაძლებელი

საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ ის არ ემალება არანაირ პასუხისმგებლობას და პასუხისმგებელია თითოეული პროკურორის საქმიანობაზე.
როგორც მან აღნიშნა, ამ დროისთვის უწყებამ ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი.
„მინდა საზოგადოებას, ბატონ ზაზა სარალიძეს ვუთხრა, რომ ჩვენ ვართ ღია და არაფერს არ ვემალებით. მე არ ვემალები არანაირ პასუხისმგებლობას და მე პასუხისმგებელი ვარ თითოეული ჩვენი პროკურორის საქმიანობაზე.
საზოგადოებას მინდა კიდევ ერთხელ ავუხსნა და ხაზი გავუსვა, რომ გამოძიებამ და პროკურატურამ გააკეთეს ყველაფერი, რისი გაკეთებაც ამ ეტაპზე იყო შესაძლებელი. როგორც იცით, ეს სისხლის სამართლის საქმე არასრულწლოვან ბრალდებულებს ეხება, შესაბამისად, კანონით დადგენილი არის შეზღუდული ვადა – 40-დღიანი ვადა და ეს გამოძიება 40 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. როდესაც წინასწარი გამოძიება დასრულდა, ვინაიდან ვერ გაგრძელდებოდა ეს ვადა, საქმე გადაიგზავნა სასამართლოში არსებითი განხილვისთვის. ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ველოდებოდით არსებითი განხილვის შედეგებს, თუმცა ეს პროცესი, რა თქმა უნდა, გრძელდება და არსებობს სამი ინსტანციის სასამართლო. სწორედ იმისთვის არსებობს სამი ინსტანციის სასამართლო, რომ სრული მართლმასაჯულების პროცესი აღსრულდეს და საზოგადოებას კითხვის ნიშნები არ დარჩეს“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები