ირაკლი შოთაძე სასამართლოს განაჩენზე: გაუგებარია, რაზე დაყრდნობით მიიღო მოსამართლემ გადაწყვეტილება

მთავარი პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს არ ეთანხმება და სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
როგორც მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ბრიფინგზე განაცხადა, იგი მოსამართლის გადაწყვეტილებას გაუგებარს უწოდებს.
მისივე განმარტებით, გაუგებარია რაზე დაყრდნობით მიიღო მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება.
„მსურს გაგაცნოთ ჩვენი მოსაზრებები სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილ განაჩენზე, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე.
ჩვენთვის, როგორც ბრალდების მხარისთვის, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ დამნაშავედ ცნო ორი პირი. ერთი მათგანი გამტყუნდა მკვლელობაში, მეორე ჩადენილი მკვლელობის მცდელობაში.
მიუხედავად იმისა, რომ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, არ ვეთანხმებით. გაუგებარია, რაზე დაყრდნობით მიიღო მოსამართლემ გადაწყვეტილება.
როგოც ბრალდების მხარე, დეტალებზე ვერ ვსაუბრობ და განაჩენის სამოტივაციო ნაწილს ველოდებით.
ცალსახად ვაცხადებთ, გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდება, რადგან პროკურატურამ ორივე ბრალდებულის მიმართ წარადგინა უტყუარი მტკიცებულების ერთობლიობა და სასამართლოს მხრიდან ამის გაუზიარებლობა გაუგებარია“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები