“რეალურ ცხოვრებაში ნადვილად არ იკვეთება, რომ ალასანიას ღარიბაშვილზე დიდი რეიტინგი აქვს“

ექსპერტი მამუკა არეშიძე ამერიკის ეროვნულ – დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) -ის კვლევებს ბოლომდე არ ენდობა. როგორც ექსპერტი აცხადებს, ეს ორგანიზაცია წლების განმავლობაში “ნაციონალურ მოძრაობისა“ და მისის სატელიტი ე.წ ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ მუშაობდა. მისი თქმით, NDI ზოგჯერ ისეთ გაყალბებულ შედეგებს დებდა, რომ საზოგადოებას სასაცილოდ არ ჰყოფნიდა.
„NDI-ის კვლევებს ბოლომდე ვერ ვენდობი, რადგან კარგად ვიცი, ეს ორგანიზაცია წლების განმავლობაში როგორ მუშაობდა “ნაციონალურ მოძრაობისა“ და მისი სატელიტი ე.წ ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ. ზოგჯერ ისეთ გაყალბებულ შედეგებს დებდნენ, რომ საზოგადოებას სასაცილოდ არ ჰყოფნიდა. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ NDI-ის ახლანდელი კვლევა სულ მთლად ყალბია. ეს ორგანიზაცია მუშაობს შემდეგი პრინციპით: 10 ამბავში 1 უნდა იყოს სიმართლე და ამის ხარჯზე საზოგადოება დანარჩენ 9 ტყუილსაც დაიჯერებს!
ნიშანდობლივია, რომ ამ კვლევის შედეგები არასახარბიელოა როგორც “ქართული ოცნებისთვის“, ისე ნაცმოძრაობისთვის“, -აცხადებს ექსპერტი “ასავალ-დასავალთან“. ამასთან, მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ NDI-ის კვლევებში ალასანიას ღარიბაშვილზე მაღალი რეიტინგი ხელოვნურად მიენიჭა და ეს გაკეთებულია ხელისუფლების შიგნით არსებული დაძაბულობის უფრო მეტად გასაღრმავებლად.
“რეალურ ცხოვრებაში ნამდვილად არ იკვეთება, რომ ირაკლი ალასანიას ირაკლი ღარიბაშვილზე დიდი რეიტინგი ჰქონდეს. ამიტომ მიმაჩნია, რომ NDI-ის კვლევებში ალასანიას ღარიბაშვილზე მაღალი რეიტინგი ხელოვნურად აქვს მინიჭებული და ეს გაკეთებულია იმისთვის, რომ ხელისუფლების შიგნით არსებული დაძაბულობა უფრო გაღრმავდეს“, – აცხადებს არეშიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები