ზუგდიდში ცოლ-ქმარი არასრულწლოვნის გატაცების ბრალდებით დააკავეს

ზუგდიდში აღმაშენებლის ქუჩაზე რამდენიმე წუთის წინ სამართალდამცველებმა ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ბავშვის გატაცების ბრალდებით საკუთარ სახლში დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარმა იმ ქალბატონის შვილი გაიტაცა, რომელსაც მათი ვალი ქონდა.
მეზობლების განცხადებით, ასრულწლოვანი მათ არ გაუტაციათ, ის რამდენიმე საათით, ბაბუას ნებართვით წამოიყვანეს. მათივე ინფორმაციით, ოჯახებს დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებთ.
მომხდარზე გამოძიებასსკ-ის 144-ე მუხლით დაიწყო, რაც ადამიანის მძევლად ჩაგდებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები