ხორავას ქუჩის საქმის პროკურორი: მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დაზიანებები მიყენებული აქვთ დანებით

დასკვნით სიტყვაში ხაზს გავუსვამთ ყველა იმ მტკიცებულებას, რომელიც სისხლის სამართლის საქმეში ჩვენს მიერაა მოპოვებული და შესაბამისად გამოვიკვლიეთ სასამართლოში, – ამის შესახებ პროკურორმა მარიკა გოგოხიამ განაცხადა, რომელმაც ხორავას ქუჩის საქმეზე პროკურორი ინა გუგუშვილი შეცვალა.
 “დასკვნით სიტყვაში ხაზს გავუსვამთ ყველა იმ მტკიცებულებას, რომელიც სისხლის სამართლის საქმეში ჩვენს მიერაა მოპოვებული და შესაბამისად გამოვიკვლიეთ სასამართლოში. რომელ მტკიცებულებას გაიზიარებს სასამართლო და რომელს არა, ამაზე ვერ გეტყვით, რადგან ეს სასამართლოს კომპეტენციაა. ჩვენს მიერ მოპოვებული და გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დაზიანებები, რომელიც მიყენებული აქვთ გარდაცვლილებს, მიყენებული აქვთ დანებით. დასკვნითი სიტყვის ბოლოს ჩვენი მოთხოვნა იქნება ორივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა”, – განაცხადა მარიკა გოგოხიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები