ახალქალაქში 63 სული საქონელი მოიპარეს -მოსახლეობა აქციას მართავს

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდაში საზაფხულო საძოვრებიდან 63 სული საქონელი მოიპარეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ადგილობრივებმა აქცია გამართეს და გზა გადაკეტეს.
როგორც ისინი ამბობენ, ეს საქონლის მოპარვის პირველი შემთხვევა არ არის. მოსახლეობა ვარაუდობს, რომ საქონელი თურქეთის საზღვარზე გადაიყვანეს. ისინი საქართველო-თურქეთის საზღვართან კონტროლის გამკაცრებას ითხოვენ. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები