რისთვის მიიღო ალასანიამ საჩუქარი რუსეთის სპეცსამსახურებისგან?

 თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას მიერ აშშ-ში გაკეთებული განცხადება, სადაც მან ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს საქართველოში თავდაცვითი სისტემების დამონტაჟება შესთავაზა, პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან შეთანხმებული არ ყოფილა. ამის შესახებ გაზეთი „ასავალ-დასავალი“ წერს. გამოცემესთან ინტერვიუში საერთაშორისო ორგანიზაცია „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ ლიდერი, პოლიტოლოგი ზაალ კასრელიშვილი ირწმუნება, რომ ირაკლი ალასანიას აშშ-ში იმ სკანდალური განცხადების გაკეთებამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველო – სომხეთის საზღვართან კონფიდენციალური შეხვედრა ჰქონდა, სადაც მან საჩუქარი მიიღო.
„ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ამ განცხადებით ალასანიამ ამერიკის ხელისუფლება რუსეთთან „ჩაუშვა“ და კრემლი მიახვედრა, ამერიკელებთან ამა და ამ თემებზე ვსაუბრობთო! ეს არ ჰგავდა დიპლომატისა და პოლიტიკოსის განცხადებას. ეს უფრო სპეცსამსახურების თანამშრომლის განცხადებას ჰგავდა, რომლემაც სავარაუდო საიდუმლო შეთანხმება გაამჟღავნა… ალასანიას და სააკაშვილს ჰყავთ ერთი და იგივე პატრონი, ამიტომაც ცდილობენ, რუსეთსაც კარგად მოერგონ და ამერიკასაც. ჩემი აზრით, ირაკლი ალასანია დაბოღმილია! მან წარმატებას ვერ მიაღწია, პრეზიდენტი ვერ გახდა და ამიტომ არის დაბოღმილი… ჩვენი თანამებრძოლებისგან გვაქვს ინფორმაცია, რომ სანამ ალასანია ამერიკაში წავიდოდა და ამ სულელურ განცხადებას გააკეთებდა, რამდენიმე ხნით ადრე რუსეთის სპეცსამსახურებისგან საჩუქარი მიიღო“, – აღნიშნავს ზაალ კასრელიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები