საოკუპაციო რეჟიმმა ოთხი მძევალი გაათავისუფლა

საოკუპაციო რეჟიმმა ოთხი მძევალი გაათავისუფლა. მოქალაქეები ექვსი დღის წინ რუსმა სამხედროებმა საჩხერეში დააკავეს. გატაცებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ წუთებში ისინი პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან. ამ დრომდე არაფერია ცნობილი იმ დაკავებულების შესახებ, რომლებიც ოკუპანტებმა რამდენიმე საათის წინ გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
პირველ კომენტარს აკეთებს შინაგან საქმეთა მინისტრი. ალექსანდრე ჭიკაიძე აცხადებს, რომ ქართული მხარე მძევლების გასათავისუფლებლად მუშაობს და მოლაპარაკებები დაწყებულია.
„უმეტეს შემთხვევაში, ჩვენმა მოქალაქეებმა ვერ განსაზღვრეს ე.წ. ადმინისტრაციული ზოლი რა ადგილას მდებარეობს და ისინი უნებლიედ გადავიდნენ ე.წ. საზღვარზე და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისინი დააკავეს. მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ რაც შეიძლება მალე და უვნებლად დავაბრუნოთ ჩვენი მოქალაქეები, რომლებზეც პასუხისმგებელი, პირველ რიგში, ჩვენი სამინისტროა“, – განაცხადა ალექსანდრე ჭიკაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები