საქართველოს საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, საქართველოს ფინეთისა და პოლონეთის პრეზიდენტები ეწვივნენ. საული ნიინისტო და ანჯეი დუდა მონაწილეობას მიიღებენ საზეიმო ღონისძიებებში, ასევე, გამართავენ შეხვედრებს.
შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი შარვაშიძემ.
,,ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია – 100 წლის თარიღია. პოლონეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წელს პოლონეთიც აღნიშნავს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს. ჩვენი სახელმწიფოები, ჩვენი ისტორიები საკმაოდ დიდია. პოლონეთთან მიმართებაში, მნიშვნელოვანია თქვენი ეროვნული გმირი და ქვეყნის პირველი ლიდერი. ნოე ჟორდანიას პოლონეთის ისტორიაშიც დიდი წვლილი აქვს შეტანილი. მან მიიღო ახალი პარლამენტის მოდელი და წაიღო საქართველოში”, – განაცხადა საქართველოში პოლონეთის ელჩმა, მაროუშ მაშკევიჩმა.