საოკუპაციო რეჟიმი ახალგორთან ე.წ. საზღვარს არ ხსნის

საოკუპაციო რეჟიმი ახალგორთან ე.წ. საზღვარს კვლავ თვითნებურად კეტავს. 9 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო, მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვა ჯერ კიდევ გუშინ, 11 მაისს, 20:00 საათზე უნდა მოხსნილიყო, მაგრამ ამ დრომდე მიმოსვლა პარალიზებულია.
საოკუპაციო ზოლთან რიგებია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბლოკირებულ გზას, სავარაუდოდ, ხვალ გახსნიან.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეს საოკუპაციო საზღვრის თვითნებურად და გაუფრთხილებლად ჩაკეტვის უკვე მეორე შემთხვევაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები