“პრემიერის აშშ-ში ვიზიტის შედეგებით ქარწყლდება ზოგიერთი პოლიტიკური ძალის არგუმენტი, რომ ხელისუფლება პრო-რუსულია”

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში ცალსახად დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატების და საქართველოს პაარტნიორობა, ახალ უფრო მჭიდრო ეტაპზე გადადის.

როგორც ანალიტიკოსმა მედიაჰოლდინ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, პრემიერის აშშ-ში ვიზიტი ცხადყოფს, რომ საქართველო აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორია.

“პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთმნიშვნელოვნად დადებითად შეგვიძლია შევაფასოთ. ჩვენ ვრჩებით ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ პარტნიორად და მეტიც, ამ ვიზიტისას გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს პარტნიორობა კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს. ჩვენი პარტნიორობა სრულიად კონკრეტულ ახალ ფორმებს იძენს. მაგალითად: საქართველოს ჯაველინების გარდა, შეეძლება ახალი ტიპის ამერიკული შეიარაღების შესყიდვა, ის რომ დაიწყო აქტიური საუბარი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების თაობაზე, სხვადასხვა სფეროებში ურთიერთობის გაღრმავებაზე. ეს ყოველივე გახლავთ ნიშანი იმისა, რომ ჩვენი ურთიერთობა უფრო და უფრო მაღალ საფეხურზე ადის და ამით ქარწყლდება ის არგუმენტი, რითაც ხშირად მანიპულირებენ გარკვეული პოლიტიკური ძალები, რომ არსებული ხელისუფლება პრო-რუსულია”, – განაცხადა ანჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები