ნინო გოგუაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის სხდომაზე მედიაწიგნიერების შესახებ ევროსაბჭოს რეზოლუციის მოსამზადებელ ანგარიშს წარადგენს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ნინო გოგუაძე პარიზში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც წარადგენს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის მოსამზადებელ დოკუმენტს – მედიაწიგნიერების მნიშვნელობა თანამედროვე მედიაგარემოში. დოკუმენტი შეისწავლის ევროსაბჭოს ქვეყნებში არსებულ გამოწვევებს პროპაგანდის, ცრუ ინფორმაციის და სიძულვილის ენის გამოყენება – გავრცელებასთან დაკავშირებით. ამავდროულად, იმ მექანიზმებს, რომლებსაც წევრი სახელმწიფოები ამ საფრთხეებთან გასამკლავებლად იყენებენ.

„პროპაგანდის, ცრუ და ყალბი ინფორმაციის ორგანიზებული გავრცელება და მისი ზემოქმედების უარყოფითი შედეგები სულ უფრო ხილული და აშკარა ხდება ევროპულ დემოკრატიულ ქვეყნებში. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ქვეყანა ცდილობს თავისით ამ საკითხთან გამკლავებას, ბოლო პერიოდში, სულ უფრო მეტად ვმსჯელობთ როგორი უნდა იყოს საერთო ძალისხმევა პროპაგანდისტული მანქანის წინააღმდეგ. დოკუმენტი, რომელსაც დღეს წარვადგენ კომიტეტზე, მოიცავს ევროპის ქვეყნების მიერ საერთო მიდგომების შემუშავებას თუ როგორ დავეხმაროთ საზოგადოებებს ამ საფრთხის სწორად დანახვაში და მის იდენტიფიცირებაში. დოკუმენტი შეეხება მედია წიგნიერების განვითარების მნიშვნელობას, ჟურნალისტებთან და ახალგაზრდებთან სპეციალური საგანმანათლებლო ფორმატების შექმნას და მათ მნიშვნელობას“,  – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

საკითხის შესახებ პირველი ანგარიში საპარლამენტო ასამბლეას მომავალი წლისთვის წარედგინება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები