„სააკაშვილის დროს დამონტაჟებული აპარატურით სამინისტროებს დღესაც უსმენენ“

საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია “რუსთავი 2“ – ის მიერ გავრცელებულ ფარული ჩანაწერებისა და მოსმენების ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ყოფილი ხელისუფლების მიერ დადგმულ სპექტაკლს უწოდებს. როგორც ხაბურძანია გაზეთ “ქრონიკასთან“ აცხადებს, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ყველგან კამერა იყო დამონტაჟებული და ყველას უთვალთვალებდნენ. ხაბურძანიას თქმით, ყოფილი მმართველი ძალის პერიოდში სათვალთვალო კამერები სხვადასხვა სამინისტროში იყო დამონტაჟებული. უშიშროების ყოფილი მინისტრი დარწმუნებულია, რომ რამდენიმე სამინისტროში სათვალთვალო მოწყობილობები კვლავ დამონტაჟებულია და მაღალჩინოსნების მოსმენა გრძელდება.
“ნიკა გვარამია ამბობს, ეს ხელისუფება თავისსავე მინისტრებს უსმენს და ამასაც გამოვაქვეყნებო. გავარჩიოთ, აქ რასთან გვაქვს საქმე? ადამიანები, რომლებმაც ზეპირად იციან, რომელი “ჟუჩოკი“ და ვიდეოთვალი სად არის გარჭობილი, როგორ გგონიათ, კაბინეტში შესულ ახალ მინისტრს ვერ გადაიღებენ? ისინი სააკაშვილის პერიოდში მუშაობდნენ და ახლა სად არიან, არავინ იცის. მე დარწმუნებული ვარ, თავდაცვის სამინისტროში, ფინანსთა სამინისტროში და კულტურის სამინისტროშიც კი არსებობს სააკაშვილის დროს დამონტაჟებული აპარატურა. ახლაც მიმდინარეობს ჩაწერა და ხვალ-ზეგ გამოაქვეყნებენ“, – აცხადებს ვალერი ხაბურძანია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები