დღეს, თბილისს ევროკომისიის პრეზიდენტი ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, თბილისს დღეს ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი ეწვევა.

ევროკომისიის პრეზიდენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში ხვალ უმასპინძლებს. შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ევროკომისიის პრეზიდენტი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
ამასთან, მთავრობის მეთაური მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც სასტუმრო „ჰუალინგში“ გაიმართება.

ჟან-კლოდ იუნკერი 6 ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად 26 მაისს, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები