ირაკლი შოთაძე ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამას, ზაზა სარალიძესა და მის ადვოკატს შეხვდება

საქართველოს მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე დღეს ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძესა და მის ადვოკატს შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

„გამომდინარე იქედან, რომ საქმე ეხება მკვლელობის ფაქტს, რომელშიც ბრალდებული პირები არიან არასრულწლოვნები, სასამართლო განხილვა მიმდინარეობს დახურულ რეჟიმში.

კანონმდებლობის გათვალისწინებით, ზაზა სარალიძესთან და მის ადვოკატთან შეხვედრა საქართველოს მთავარ პროკურატურაში გაიმართება დახურულ რეჟიმში“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

მთავარმა პროკურორმა გუშინ განაცხადა, რომ მზად არის ზაზა სარალიძეს შეხვდეს. როგორც ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, იგი მზად არის სარალიძის ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები