ირაკლი შოთაძე: არცერთი მტკიცებულება არ მოიპოვება, რომ “ხორავას ქუჩის” საქმეში ბრალდებულების გარდა, ვინმეს გამოყენებული აქვს დანა

„ამ ეტაპზე არცერთი მტკიცებულება არ მოიპოვება, რომ ხორავას ქუჩის საქმეში ბრალდებულების გარდა სხვა ვინმეს აქვს გამოყენებული დანა “ – ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კომენტირებისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, არის არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება ბრალდებულების მხრიდან შესაძლო მკვლელობა.
“მიმდინარეობს არსებითი განხილვა. დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, ვნახოთ სასამართლო რა ფაქტებს მიიღებს, რა ფაქტებს ცნობს დასაშვებად. ამ განაჩენის მიღების შემდგომ, ჩვენ შესაძლებელია ჩავატაროთ შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ამ ეტაპზე სისხლის სამართლის საქმეში არც ერთი მტკიცებულება არ მოიპოვება, რომ ამ ორი ადამიანის გარდა, ვინმეს აქვს დანა გამოყენებული. არის არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება ბრალდებულების მხრიდან შესაძლო მკვლელობა. ეს მტკიცებულებები არის მოწმეების ჩვენებები, მკვლელობის იარაღები. ეს არის უტყუარი მტკიცებულებები”, – აღნიშნა შოთაძემ.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები