პროკურატურამ ზაზა სარალიძის განცხადებაზე მოკვლევა დაიწყო

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ, რამდენიმე დღის წინ, სხვადასხვა მედიასაშუალებებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას თბილისის პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობასთან, როდესაც ის განცხადებას აბარებდა, სავარაუდოდ პროკურატურის თანამშრომლები უთვალთვალებდნენ და დისკრედიტაციის მიზნით მობილური ტელეფონის მეშვეობით ვიდეოს უღებდნენ.
როგორც „კვირას“ მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო, რათა დადგინდეს რეალურად ჰქონდა თუ არა ადგილი რაიმე სახის კანონდარღვევას ზ.ს. – ს მიმართ.
უწყებაში განმარტავენ, რომ სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში, ამოღებული და შესწავლილი იქნება თბილისის პროკურატურის შენობის პერიმეტრის ყველა სათვალთვალო კამერის ვიდეოჩანაწერი.
ამასთან, მთავარი პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ ზ.ს.-ს გასაუბრების მიზნით შეხვედრა შესთავაზა, რათა საგამოძიებო უწყებამ მისგან სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები