მაიკ პომპეო: მსურს, მკაფიოდ განვაცხადო, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხზე ვმუშაობთ
აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეიმ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის მუშაობა მიმდინარეობს. მისივე თქმით, ბევრი რამ დარჩა გასაკეთებელი იმ ყოფილი საბჭოთა ქვეყნების წარმოჩენისთვის, რომლებიც დასავლეთის გზას ადგანან.
„ამ კვირაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან სახელმწიფო დეპარტამენტში, სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში დიალოგი გვქონდა. თავიდანვე მსურს, მკაფიოდ განვაცხადო, რომ საქართველოსთან მიმართებით ვმუშაობთ ნატოში გაწევრიანებაზე. ეს ის საკითხებია, რომლითაც შეგვიძლია, დავეხმაროთ ამ ქვეყნების მოსახლეობას, რომლებმაც რუსეთი აგრესია იხილეს. გასულ წელს ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკრაინისთვის იარაღი და სისტემები მიგვეწოდებინა, რასაც ამჟამად იყენებენ. ბევრი რამ დარჩა გასაკეთებელი იმ ყოფილი საბჭოთა ქვეყნების წარმოჩინებისთვის, რომლებიც დასავლეთის გზას ადგანან”, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.