გივი ჩხარტიშვილი: ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროგრამა და პროექტი განხორციელდა დიდუბის რაიონში

“ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროგრამა და პროექტი განხორციელდა დიდუბის რაიონში,”- ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატმა გივი ჩხარტიშვილმა, „დღის ქრონიკაში“ რაიონისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისას განაცხადა.

„როგორც მოგეხსენებათ, მე მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი ვარ, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროგრამა და პროექტი განხორციელდა დიდუბის რაიონში და, როგორც მოგეხსენებათ, ახალი საზღვრებიც დაემატა – ერთ-ერთი უძველესი უბანი, პლეხანოვი. ძალიან ბევრი რამ არის გაკეთებული ამ უბანში, მაგრამ მოგეხსენებათ, ეს ისტორიული არეალია და არსებობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობები, ასევე ავარიული შენობები. ზოგადად, დედაქალაქში ამ მიმართულებით ბევრი გამოწვევაა და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამ პრობლემების მოსაგვარებლად. კახა კალაძის ინიციატივით, ავარიული სახლებს ჩანაცვლების კონკრეტული პროგრამა დავუპირისპირეთ, რომელიც მოსახლეობის 100%-იანი თანხმობით, ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლებას ითვალისწინებს“, – განაცხადა ჩხარტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები