“როდესაც ადამიანები შეაფასებენ იმ გაკეთებულ საქმეებს, რაც ოთხი წლის შემდეგ იქნება, მაშინ ვიტყვი, რომ ნამდვილად გამარჯვებული ვარ”, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოში ვაკის (ზედა ვაკე) მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა “ქართული ოცნებიდან”, ბექა გელენავამ “კურიერის” ეთერში ისაუბრა.
“ჩემი მოლოდინია, რომ აუცილებლად, დამაჯერებლად გავიმარჯვებთ. ყველა კანდიდატი ღირსეულია იმიტომ, რომ ჩვენ მოვდივართ საქმის გასაკეთებლად. ადამიანებს სწორედ საქმის გამკეთებელი ხალხი სჭირდებათ, სჭირდებათ მათი პრობლემებისა მოგვარება და არა იმაზე საუბარი, ვინ, ვის რას წაართმევს და ვისგან, რას დაიბრუნებს და რას წაგლიჯავს.
პირადად ჩემთვის ნამდვილი გამარჯვება იქნება ოთხი წლის შემდეგ. როდესაც ადამიანები შეაფასებენ იმ გაკეთებულ საქმეებს, რაც ოთხი წლის შემდეგ იქნება, მაშინ ვიტყვი, რომ ნამდვილად გამარჯვებული ვარ,” – აღნიშნა ბექა გელენავამ.