“ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ ელჩები ახალისებენ ძალადობას, აფინანსებენ მოძალადე ჯგუფებს, დუმან – როდესაც მათი დაფინანსებული ადამიანები კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს ჩადიან” – გიორგი კახიანი

“ქალბატონმა ელენემ კანონსაწინააღმდეგო მოქმედება ჩაიდინა და როგორც გაჟღერდა, მეორე დღეს შეხვდა ნიდერლანდების ელჩს. ეს არ ყოფილა საჯარო შეხვედრა, თან ქალბატონი ელენე არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს, ბოიკოტს უცხადებს და პირდაპირ აქვს გაცხადებული მშვიდობიანი დამხობა და ა.შ. ბუნებრივია, ეს ყველაფერი კითხვებს აჩენს”, – ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, კითხვები სრულიად ლეგიტიმურად ჩნდება.

“ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია კონტექსტი და ის წინაპირობები, რაც მსგავს შეხვედრებს წინ უძღვის. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ ელჩები ახალისებენ ძალადობას, აფინანსებენ მოძალადე ჯგუფებს, დუმან, როდესაც მათი დაფინანსებული ადამიანები კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს სჩადიან. ზოგიერთი ელჩი გასულ არჩევნებზე წინასაარჩევნო აგიტაციაშიც იღებდა მონაწილეობას ოპოზიციის სასარგებლოდ. ამ ფონზე, როდესაც ვხედავთ რომ მსგავსი შეხვედრები იმართება, ქალბატონმა ელენემ კანონსაწინააღმდეგო მოქმედება ჩაიდინა და როგორც გაჟღერდა, მეორე დღეს შეხვდა ნიდერლანდების ელჩს. თან ეს არ ყოფილა საჯარო შეხვედრა. თან ქალბატონი ელენე არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს, ბოიკოტს უცხადებს და პირდაპირ აქვს გაცხადებული მშვიდობიანი დამხობა და ა.შ. ბუნებრივია, ეს ყველაფერი კითხვებს აჩენს. ელჩები გადიან ვენის კონვენციის გარეთ და ამის თაობაზე არაერთხელ გვისაუბრია“, – აღნიშნა კახიანმა.

ცნობისთვის, ელენე ხოშტარია შსს-მ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე 15 სექტემბერს დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები