ახალქალაქის ბაზრის უფროსს პატიმრობა შეეფარდა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, შპს „ახალქალაქის აგრარული ბაზრის“ უფროსს, არარატსაჰარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს მიიღო.

არარატ საჰარიანს გამოძიება ჯგუფურად კომერციულ მოსყიდვას ედავება. ბრალდების მტკიცებით, საჰარიანმა მოქალაქეს ფართი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე მიაქირავა და მას 1 000 ლარი გამოართვა.

იგივე ბრალდებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ახალქალაქის მერიის შპს “ახალქალაქის აგრარული ბაზრის” უფროსი კონტროლიორიც დააკავა. ბრალდების მხარე პატიმრობას, ხოლო დაცვის მხარე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ახალქალაქის ბაზრის უფროსი პატიმრობაში დატოვა.

წინასასამართლო სხდომა 10 ივლისს ჩაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები