ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც ჩანს, რომ მანქანამ ძაღლს გადაუარა, გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
საუბარია ვიდეომასალაზე, სადაც ჩანს, რომ ძაღლს ავტომობილმა გადაუარა, შემდეგ კი ტერიტორია უკუსვლით დატოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები