სენაკი – ფოთის ცენტრალურ მაგისტრალზე ავარია მსხვერპლით დასრულდა

ფოთის ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. „გოლფის“ მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა. შეჯახებამ ავტომობილის აფეთქება გამოიწვია. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადგილზე ერთი მგზავრი გარდაიცვალა, ორი – კი ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების განცხადებით, ერთი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, მეორე კი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები