შს მინისტრის მოადგილე: კლუბ “ბასიანში“ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო ჯავახაძის განცხადებით, კლუბ “ბასიანში“ საგამოძიებო მოქმედებები კვლავ გრძელდება და როგორც კი დასრულდება, შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.
მისი თქმით, საგამოძიებო მოქმედებები კლუბ “გალერიში“ დასრულდა.
“საგამოძიებო მოქმედებები კლუბ “გალერიში“ დასრულდა. შესაბამისად, მოიხსნა ლუქი და კანონიერ მფლობელებს გადაეცა. რაც შეეხება “ბასიანს“, იქ საგამოძიებო მოქმედებები კვლავ გრძელდება და როგორც კი დასრულდება, შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ამის პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირება არასწორი და უადგილოა“, – განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები