20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული პატიმრობაში დარჩა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ქეთევან ჯაჭვაძის გადაწყვეტილებით, თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი პატიმრობაში დარჩა.
მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა 2- ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ ბრალდებულის გათავისუფლების შესახებ, არ დააკმაყოფილა.
ადვოკატი ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძვლად იმ საფრთხეების არარსებობას ასახელებდა, რომელიც მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას ედება საფუძვლად.
დაცვის მხარე აცხადებდა, რომ არ არსებობს გრიგალაშვილის არც მიმალვის, არც მოწმეებზე ზემოქმედების და არც ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები.
თავის მხრივ, ამ საფრთხეების არსებობას გაუსვა ხაზი პროკურორმა, რომელმაც გრიგალაშვილისთვის შეფარდებული მკაცრი აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვება მოითხოვა.
ცნობისათვის, თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლეს.
მას ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული და ასევე დაზიანებები აღენიშნებოდა თავის არეში. პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები