12 მაისი

11:00
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე კახა კოჟორიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: უკანონო მოსმენები
11:00
ექთნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პენიტენციური ჯანდაცვის ექთნებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე და საქართველოში ევროსაბჭოს მისიის ხელმძღვანელი, კატერინა ბოლონეზე პროფესიული განვითარების პროგრამის სერტიფიკატები გადასცემენ. მისამართი: სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, სანდრო ეულის 3.
11:00
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძე სათაფლიის დაცულ ტერიტორიაზე, სამტრედიის 3 სხვადასხვა საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს უმასპინძლებს.
11:00
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძე სათაფლიის დაცულ ტერიტორიაზე სამტრედიის 3 სხვადასხვა საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს უმასპინძლებს.
11:30
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში, კოალიცია „ქართული ოცნების“ თემქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჯაბა სამუშია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

11:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: „რუსთავი 2“-ის მიერ გასაჯაროებული ფარული ჩანაწერები, პროკურატურის განცხადება უკანონო აპარატურის შესახებ, რუსთავი 2-ში მოსასმენი აპარატურა.
11:30
„FrontNews“–ის პრესკლუბში, “უფლებადამცველთა გართიანების” თავმჯდომარე ნიკოლოს მჟავანაძე, „მოქალაქეთა დაცვის ინსტიტუტის“ თავმჯდომარე გიორგი მარიამიძე და „ადვოკატთა იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ თავმჯდომარე გრიგოლ გაგნიძე პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: „რუსთავი 2–სთვის“ გადაცემული ფარული ჩანაწერების წყაროს დასახელება. მისამართი: ფალიაშილის 33–ა საკონტაქტო ნომრები: 247 36 56; 595 032 032
12:00
“პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვიქტორ დოლიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ფარული მოსმენები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში, კოალიცია „ქართული ოცნების“ ავჭალის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა კობალაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: არჩევნები
12:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია ბრიფინგს გამართავს. თემა: „რუსთავი 2“-ის მიერ გასაჯაროებული ფარული ჩანაწერები, პროკურატურის განცხადება უკანონო აპარატურის შესახებ, რუსთავი 2-ში მოსასმენი აპარატურა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გასაჯაროვებული სასჯელაღსრულების თანამშრომლების მაღალი ხელფასები.

12:00
„FrontNews“–ის პრესკლუბში,აფხაზეთის არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია “სამართლიანობისათვის“ პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გამოცხადებული დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით დაწყებული მსხვილი პროექტის მონიტორინგის მოთხოვნა. მისამართი: ფალიაშილის 33–ა საკონტაქტო ნომრები: 247 36 56; 595 032 032
12:00
ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით, ახალგაზრდული მოძრაობა “დავითიანნი” ანდრეას უნივერსიტეტიდან (ვაკის პარკთან) ვერის ბაღის მიმართულებით მსვლელობას გამართავს.
12:00
იუსტიციის სახლში, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში პარლამენტის, პრეზიდენტისა და მთავრობის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართება.
12:00
ახალქალაქში “არასაპარლამენტო ოპოზიციის” ლიდერები, სამხრეთ საქართველოს შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდებიან. მისამართი: ახალქალაქი, თამარ მეფის ქ. #56 საკონტაქტო ნომრები: 591 71 17 41 ტატო ურუშაძე, 591 93 51 62 გრიგორი
12:00
შინაგან საქმეთა სამინისტროში, შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულ ჟურნალისტებს დააჯილდოებს.

12:00
NEW
კოალიცია “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია კუს ტბაზე შეხვედრას გამართავს. საკონტაქტო პირი: სოფო მდინარაძე 577 58 50 58
12:30
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში ხათუნა საგინაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის არჩევნები.
12:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: „რუსთავი 2“-ის მიერ გასაჯაროებული ფარული ჩანაწერები, პროკურატურის განცხადება უკანონო აპარატურის შესახებ, რუსთავი 2-ში მოსასმენი აპარატურა.
13:00
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში, დიმიტრი შაშკინი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: განათლება.
13:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში ექსპერტი მამუკა არეშიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გასაჯაროვებული სასჯელაღსრულების თანამშრომლების მაღალი ხელფასები, რუსთავი 2-ში მოსასმენი აპარატურა, საყდრისის საქმე, რუსეთ-უკრაინის საკითხი.

13:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის” ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე ბრიფინგს გამართავს. თემა:„რუსთავი 2“-ის მიერ გასაჯაროებული ფარული ჩანაწერები, პროკურატურის განცხადება უკანონო აპარატურის შესახებ, რუსთავი 2-ში მოსასმენი აპარატურა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გასაჯაროვებული სასჯელაღსრულების თანამშრომლების მაღალი ხელფასები.
13:00
“არასაპარლამენტო ოპოზიციის” მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო ბორჩხაძე მოსახლეობას შეხვდება. მისამართი: ნიკოლაძისა და ქუჩიშვილის ქუჩების კუთხე, სასტუმრო “ვერე პალასის” წინ. საკონტაქტო ნომერი: 592 46 06 02 ილია
13:30
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში, საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის „გურიას“ პრეზიდენტი კობა მირზაშვილი კლუბთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.
14:00
“პირველ პრესკლუბში” ექსპერტი კახა კახიშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ფარული მოსმენები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
14:00
კოალიცია “ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის” ლიდერები ქალაქ რუსთავში მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენენ. მისამართი:მეგობრობის 1, გონაშვილის სკვერი. საკონტაქტო ნომერი: 577 209000

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები