სასწრაფოდ: თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა

   თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც “კვირას“ თბილისის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, “მერსედესის“ მარკის ავტომობილი, რომელშიც სამი ახალგაზდა მამაკაცი იჯდა, გარე განათების ბოძს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სამივე მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. მათი ვინაობა ამ დროისთვის არ ხმაურდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები