14-დან 20 მაისამდე პერიოდში ნატოს ავიაციამ, რუსული სამხედრო თვითმფრინავები ხუთჯერ დააფიქსირა

ლიტვის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, გასული კვირის მანძილზე, ნატოს ავიაგამანადგურებლებს, რომლებიც ბალტიის ზღვას და რეგიონის საჰაერო სივრცეს იცავენ, 5-ჯერ მოუწიათ აფრენა და რუსული სამხედრო თვითმფრინავების დაფიქსირება.
ცნობილია, რომ ბალტიის რეგიონში, ნატოს საჰაერო პოლიციის მისიას, ესპანური და პორტუგალიური ავიაგამანადგურებლები ასრულებენ.
ლიტვის თავდაცვის უწყების ცნობით, 14 მაისს ნატოს შეიარაღებული ძალების საჰაერო პოლიციის ავიაგამანადგურებლებს 2-ჯერ მოუწიათ აფრენა და რუსული სამხედრო თვითმფრინავების დაფიქსირება, რომლებიც საერთაშორისო საჰაერო სივრცეში მოძრაობდნენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ იგივე გამეორდა 15,17 და 20 მაისს.
რუსეთის ფედერაციის განცხადებით კი, ყველა სამხედრო თვითმფრინავის მარშრუტი, საერთაშორისო საჰაერო სივრცის გამოყენების შესახებ არსებული კანონის შესაბამისადაა შედგენილი. რუსეთის მტკიცებით, მათი ავიაცია, ადრეც და ახლაც, ფრენას ამ კანონების მკაცრი დაცვით ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები