ერევანში, მთავარი პროკურორის გადაყენების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ერევანში მდებარე სომხეთის გენერალური პროკურატურის შენობასთან, ამ დროისთვის ხალხია შეკრებილი. დემონსტრანტები სომხეთის გენერალური პროკურორის, არტურ დავთიანის გადადგომის მოითხოვენ.
„მოვითხოვთ, რომ გენერალური პროკურორი გამოვიდეს და პასუხი გაგვცეს, რატომ კერავდა საქმეებს უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ ამ წლების განმავლობაში მისი უწყება. ის სასწრაფოდ უნდა გადადგეს“, – განაცხადეს აქციაზე შეკრებილებმა.
ქვეყნის ახლადდანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გუშინ უკვე მოუწოდა მოსახლეობას, შეწყვიტონ გზების გადაკეტვა და საპროტესტო აქციების გამართვა სომხეთის დედაქალაქში.
„ჩემთის გასაგებია, რომ ყველას აქვს მანიფესტაციის უფლება, მაგრამ ეს მაშინ იყო აქტუალური, როდესაც სომეხ ხალხს მთავრობა არ ჰყავდა. ახლა ყველაფერი სხვაგვარად არის. უნდა შეიქმნას ჯგუფები, რომლებიც თქვენს პრობლემებს წარუდგენენ შესაბამის უწყებებს“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები