აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს ქალი უხელმძღვანელებს

არსებული ინფორმაციით, პირველად ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, ქვეყნის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს ქალი უხელმძღვანელებს.
თავდაპირველად, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ, ჯინა ჰასპელის კანდიდატურის წარდგენას, ამერიკის სენატში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. არაერთგვაროვანი რეაქცია ტერორიზმში ეჭვმიტანილების დაკითხვის გაფართოებულმა პროგრამამ გამოიწვია, რომელსაც ჯინა ჰასპელი ხელმძღვანელობდა და აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროგრამა წამების მეთოდების გამოყენებას ითვალისწინებდა.
ჯინა ჰასპელი სენატმა ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელად უკვე დაამტკიცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები