ორსულმა ნაყინში ხვლიკი იპოვა: რას აცხადებენ “თოლიაში” – “სპილოს აღმოაჩენენ ალბათ” (ფოტო)

0

სოციალური ქსელის მომხმარებელი “ფეისბუქის” პირად გვერდზე სურათებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ “თოლიას” ნაყინში ხვლიკი იპოვეს. მისივე ინფორმაციით, ხვლიკი ნაყინის გადნობის შემდეგ შეამჩნიეს.
“ჩემმა ფეხმძიმე შვილმა კინაღამ ხვლიკი შეჭამა ცივ ყავაში. ფრთხილად იყავით, რა ვიცი… რომ გადნა მერე შენიშნა, საბედნიეროდ”, – წერს მომხმარებელი.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, “კვირა” “თოლიას” მარკეტინგის მენეჯერის თანაშემწეს, თათია ლომთათიძეს დაუკავშირდა, რომელმაც კატეგორიულად გამორიცხა ნაყინში ხვლიკის არსებობა. როგორც მან განმარტა, წლებია, ყოველ სეზონზე, კომპანიის წინააღმდეგ ასეთი ანტიპიარი გორდება.
„ერთადერთი რა კომენტარიც შეიძლება გავაკეთო არის ის, რომ ყოვლად გამორიცხულია ნაყინში ხვლიკი ყოფილიყო. პრობლემა ისაა, რომ წლებია, სეზონის დასაწყისში, ასეთი ანტიპიარი მიმდინარეობს. სასაცილოა ყოველ წელს ასეთი შემთხვევების დაფიქსირება, მომავალ წელს ველოდებით, რომ სპილოს აღმოაჩენენ ალბათ. ვისაც ჩვენი საწარმო აქვს ნანახი, ყველა მიხვდება, რომ გამორიცხულია, ასეთი რაღაც მომხდარიყო. გარდა ამისა, ყოველთვის მიმდინარეობს ჩვენი საწარმოს შემოწმება. გაუგებარია რატომ უნდა ყოფილიყო ხვლიკი მაინცდამაინც ნაყინში, რომლის დასამზადებლად 4 სხვადასხვა ნივთიერებაა გამოყენებული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამორიცხულია ასეთი შემთხვევა“,-განაცხადა „თოლიას“ მარკეტინგის მენეჯერის თანაშემწემ, თათია ლომთათიძემ.

      

კომენტარები

კომენტარი