ბაშარ ალ-ასადი პუტინს სოჭის საზაფხულო რეზიდენციაში ესტუმრა
არსებული ინფორმაციით, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, მის საზაფხულო რეზიდენციაში ხვდება.
მას შემდეგ, რაც 2011 წელს სირიაში სამოქალაქო ომი დაიწყო, ბაშარ ალ-ასადმა რუსეთში 3 ოფიციალური ვიზიტი განახორციელა.
ვიზიტების შედეგად, 2015 წელს რუსეთის ფედერაცია სირიის ომში ჩაერთო და არსებულ კონფლიქტში მომრიგებლის როლი იკისრა.
სოჭის საზაფხულო რეზიდენციაში ვიზიტისას, ბაშარ ალ-ასადმა, პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ასადმა პუტინს და რუსულ არმიას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, შეხვედრა პუტინსა და ბაშარ ალ-ასადს შორის, წინასწარ არ დაანონსებულა, ის მიმდინარე კვირის სამშაბათს შედგა.