“ფეიქრებზე” მომხდარ ავარიას ქვეითად მოსიარულეს სიცოცხლე ემსხვერპლა
თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე, ავტოავარია მოხდა. ფეხით მოსიარულე მამაკაცს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც მამაკაცი გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია “კვირას” შს სამინისტროში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.